სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზესტაფონში არსებულ პროფესიულ სასწავლებელში „კონსტრუქტ 2“ პირველი ნაკადის სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება. სამშენებლო კოლეჯის ადმინისტრაციამ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა, შემდგომი წარმატებები უსურვა და სიმბოლურად რამდენიმე მათგანთან დამსაქმებელმა კომპანიამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდნენ. სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ დეველოპერული კომპანია „m ² უძრავი ქონებისა“ და საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტია. კოლეჯი ამზადებს სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, როგორც მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამებით ( 11 პროგრამა) ისე დიპლომირებულ სპეციალისტებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კუთხით. აღსანიშნავია, რომ კოლეჯში სწავლა უფასოა, დეველოპერული კომპანია „m ² უძრავ ქონების“ სამშენებლო ობიექტებზე ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკითა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |