სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზესტაფონის დღის ცენტრ "ორიონში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშებისათვის პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასშტაბური პროექტ "ჩემი უფლებაა" – სგანხორციელებას იწყებს. ახალი პროგრამის დეტალებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე გაეცნენ. მხარის პირველი პირები და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები "ორიონში" გამართულღონისძიებასაც დაესწრნენ. დღის ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებს სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
მსგავსი ტიპის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, მის ფარგლებში დღის ცენტრი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და სრულად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. პროგრამის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენს აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო მეთოდებისა და თანამედროვე პროგრამების მიწოდება. ასევე, დაგეგმილია „ორიონის“ მასწავლებელთა გადამზადება პოლონეთის რესპუბლიკაში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |