სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს “ეტალონი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირები ესწებოდნენ. მხარეებმა მემორანდუმის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.
დოკუმენტის მიზანს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს, რომლებიც მიმართულია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში სწავლა-განათლების პოპულარიზაციისკენ და ეფექტური, თანამედროვე განათლების მიღების ხელშეწყობაზე. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესში მოსწავლე-ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერებისკენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |