სიახლეები

ქუთაისში ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა

19 სექტემბერი, 2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო, სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად

შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პიკნიკზე წარმოდგენილი “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” გამოფენები ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე იყო მორგებული. დამთვალიერებლებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი და გამოგონება იხილეს, იყო გამოფენები, პრეზენტაციები, პერფორმანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავადაცჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები.

სამეცნიერო ფესტივალის მიზანს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და აღნიშნული სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესება წარმოადგენს.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე გაიმართა თბილისსა და თელავში,6 ოქტომბერს დასრულდება.