სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მერებთან და „სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა. მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე, სეზონის მოახლოებასთან ერთად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა გაზიფიცირებული ზონის არამხოლოდ გეგმიური გადამოწმება და „ასევე, სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლების მიერ ყველა დაკეტილი ბინის აღრიცხვა და კონტროლი.
ზვიად შალამბერიძის განმარტებით, გაზის მომწოდებელი კომპანიის მიერ ამ დრომდე გატარებული ზომები არ არის საკმარისი და რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, კონტროლის ახალი ბერკეტების შექმნაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით, რწმუნებულმა მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები.
საგანგებო სხდომას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოძე ესწრებოდნენ.
ზესტაფონში გვიან ღამით მომხდარ ტრადგედიას 25 წლის დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვალების მიზეზის პირვანდელ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |