სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა წელს 1500 პირველკურსელი მიიღო, რომელთაგან 944 სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე ისწავლის. სახელმწიფო გრანტი კი 268 სტუდენტმა მოიპოვა, აქედან 100 %-იანი გრანტი მხოლოდ 12 სტუდენტს აქვს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა 9 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა. წელს ლიცეუმში 124 კადეტი ჩაირიცხა, აქედან 25 გოგონაა. ღონისძიების ფარგლებში სამკერდე ნიშნებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო აკადემიური მოსწრების 17, საუკეთესო ფიზიკური მომზადების 30 და საუკეთესო მსროლელი 79 კადეტი.
დღესვე, მხარის რწმუნებულის მოადგილე პირველ საჯარო სკოლასაც ესტუმრა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |