სიახლეები

ხონში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა

16 სექტემბერი, 2019

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქალაქ ხონის ოთხ (#1, #2, #3, #4) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ და ახალი სასწავლო წელი მიულოცეს.

დღეს, ოფიციალურად გაიხსნა ხონის მე-3 საჯარო სკოლა, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ხონის #1 და #2 საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდნენ.