სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებს შეხვდნენ. მხარეებმა 2019 წელს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე, ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. აღნიშნული საკითხი რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მაქსიმუმი კეთდება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის.
იმერეთის რეგიონში სულ 200 - მდე სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება. სკოლებში შენობების გადახურვები ხორციელდება, ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს, ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |