სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას 60 წლის იუბილე ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა.
დღეს თეიმურაზ აფხაზავას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უმასპინძლეს. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ქალაქის ოლიმპიურ ბაღში გადაინაცვლეს, სადაც მოჭიდავის ვარსკვლავია გახსნილი. ასევე, სპორტის მუზეუმში თეიმურაზ აფხაზავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე კი დამსახურებული სპორტსმენის საიუბილეო საღამო მოეწყო.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |