სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი პირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განახლდა. წლის დასაწყისი სიმბოლურად, სოფელ ფარცხანაყანებში, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა. შესრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ დაათვალიერეს. საბავშვო ბაღში მოწესრიგდა გარე ფასადი, სველი წერტილები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო შიდა ინფრასტრუქტურა. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 889 ლარი დაიხარჯა. სკოლამდელი დაწესებულება 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღის რეაბილიტირება, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში, ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნა და პრიორიტეტი იყო, რაზეც რეაგირება ადგილობრივმა მთავრობამ უმოკლეს ვადებში მოახდინა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |