სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტარი ლადო კახაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე სოფელ ქვიტირის, ზედა და ქვედა მესხეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი მიზანი სოფლის მაცხოვრებელთა ჩართულობით პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა, პრობლემების განხილვა, მათი გადაჭრის გზების მოძებნა და გამოწვევების ერთობლივად დაძლევაა.
შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის საკითხები. მოსახლეობის მხრიდან დაისვა გზების რეაბილიტაციის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის, გაზიფიცირების საკითხი, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონკრეტული და ამომწურავი პასუხები გასცეს. ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, კეთილმოწყობილია ცენტრალური გზა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის შესრულებულია სანიაღვრე არხისა და ცხაურების მოწყობის სამუშაოები. ზედა და ქვედა მესხეთში კი დასრულებულია გაზიფიცირება და საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |