სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ, პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა მოუსმინეს. სოფლების მკვიდრებმა ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სხვა საჭიროებებზე. თავის მხრივ კი სამთავრობო გუნდმა რეგიონში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
2019 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარეობს და დაგეგმილია გზების მშენებლობა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, ამბულატორიების მოწესრიგება, წყალმომარაგების სისტემის მონტაჟი, სპორტული მოედნებისა და კულტურული დაწესებულებების რეაბილიტაცია და სხვა. ასევე, გრძელდება სოფლების გაზიფიცირების პროცესი. გარდა ამისა, ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი, ბესიკ გოფოძე, ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |