სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამთავრობო გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. ვარლამიშვილისა და რუსთაველის ქუჩების მაცხოვრებლებმა იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტულია.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი მთავარი პრობლემების მოგვარებისთვის, მაქსიმალურად მოხდება მათი გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |