სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე, ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების: ვარციხის, საიმედოს, დიმის მოსახლეობას შეხვდნენ და სახელმწიფო პროგრამები გააცნეს. ასევე, მოქალაქეებისგან მიიღეს ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე სოფლის მკვიდრებმა ხელისუფლებას განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და იქვე დასძინეს, რომ ამ მიმართულებით არის გარკვეული საკითხები,რომელთა მოგვარებაც პრიორიტეტულია.
,,ასეთ ღია შეხვედრებს ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვატარებთ. ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლება არის ჩართული და სოფლებში მოსახლეობას ყოველდღიურად ვხვდებით. ეს გვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად შემდეგი წლის ბიუჯეტს” - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეხვედრები ღია დიალოგის რეჟიმში გაგრძელდება და იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |