სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,,დღეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მოვისმინე რა არის მათთვის პრიორიტეტული. საკითხები თითქმის იდენტურია და მოქალაქეები საუბრობენ შიდა გზების რეაბილიტაციაზე, გაზიფიცირებაზე, წყალმომარაგებაზე, ამბულატორიებისა და საბავშვო ბაღების მოწესრიგებაზე. მაგრამ ყველაზე აქტუალური საკითხია საშეშე მასალის მოპოვება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დღეს სოფლის მკვიდრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ეროვნულ სატყეო სააგენტოში განხორციელდა რეფორმა, რომელიც ითვალისწინებთ საშეშე მასალის მიწოდებას, წინასწარ გამოყოფილი ტყეკაფიდან გამოტანილი მასალის მიხედვით. მოსახლეობას შეუძლია სატყეო სააგენტოს მიმართოს ბილეთებით და მოითხოვოს თანამონაწილეობა შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე სოფლების: საწირეს, ცუცხვათისა და სოჩხეთის მაცხოვრებლებმა ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრეს და ხელისუფლებას ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დახმარება სთხოვეს. ჩვენ მზადა ვართ მოსახლეობას გვერდით დავუდგეთ და მათი საჭიროებები ავსახოთ მომავალი წლის ბიუჯეტში“ - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |