სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. უხუთის, საპრასიისა და ქვედა და ზედა გორას მაცხოვრებლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე ყველა ის საკითხი დასვეს, რომლის დროულად მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია. ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებისას მოქალაქეებმა ის პრიორიტეტები დაასახელეს, რომლებიც მათი სოფლების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. თავის მხრივ კი ხელისუფლება გეგმავს, მოსახლეობის წინადადებები გაითვალისწინოს და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახოს.
შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, შეიქმნება ისეთი პროგრამები, როომლებიც მოქალაქეების საჭიროებების სისტემურ მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად და ყველა მიმართულებით დაგეგმარება, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები.
ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრები მოქალაქეებთან გრძელდება. იმერეთის რეგიონში მსგავსი შეხვედრები უახლოეს პერიოდში ტყიბულსა და ბაღდათში გაიმართება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |