სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის, შმაგი კუპატაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს.
,,აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა არაერთი ჯარისკაცის სიცოცხლე. ჩვენი ვალია თითოეული მათგანის ხსოვნას პატივი მივაგოთ და მათი გმირობის შესახებ ვუამბოთ თაობებს. “ - აღნიშნა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
შმაგი კუპატაძე 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში, შინდისის მისადგომებთან დაიღუპა.
შმაგი კუპატაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორში 1986 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. დაამთვრა ღვითორის საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში რიგით კაპრალად მსახურობდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |