სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩანაცვლებითი თერაპიის ქუთაისის N6 განყოფილების საჩხერის კაბინეტი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის
ცერემონიალს ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე და საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე.
აღნიშნული ცენტრის არსებობა საჩხერისა და არამარტო საჩხერის მაცხოვრებლებს გაუადვილებს სერვისებით სარგებლობას, რომლისთვისაც მოქალაქეებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჩასვლა უხდებოდათ.
კაბინეტს პირველ ეტაპზე ექიმი-ნარკოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მოემსახურება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |