სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ოკუპირებლი ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია,საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, საჩხერეში იმყოფებოდნენ და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფლებში ჭალასა და პერევში მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყანაში და კონკრეტულად საჩხერეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე, მცირე ბიზნესზე, აგროსესხებზე, სამედიცინო სერვისებსა და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომლებიც სიახლეა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვისაა გათვლილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ახალ პროგრამაზე ისაუბრა. აღნიშნული პროგრამა 13 დასახელების მედიკამენტის სიმბოლურ ფასად მიღებას გულისხმობს. 1 ივლისიდან პენსიონერები და გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარები წამლების 1 ლარად ყიდვას საქართველოს 118 აფთიაქში შეძლებენ. მინისტრის მოადგილემ პერევში არსებული ამბულატორიაც მოინახულა.
ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი პრობლემები, ხედვები გააცნეს. თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ კონკრეტულ კითხვებზე უპასუხეს და პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს. სოფლის მერუნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ მოქალაქეებს აგროსესხებსა თუ ბიზნესგეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციაც გაუწია.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |