სიახლეები

C ჰეპატიტის და აივ/შიდსის გასვლითი სკრინინგ აქცია იმერეთში

25 ივლისი, 2019

C ჰეპატიტის და აივ/შიდსის გასვლითი სკრინინგ აქცია იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაიწყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეგიდით, აქციები პერმანენტულად ხორციელდება. დღეს მობილური ლაბორატორია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდჯიხაიში ჩავიდა და მოქალაქეებს უფასო კვლევა ჩაუტარდა. ინტეგრირებული სკრინინგის ფარგლებში 100-მდე ადამიანი გამოიკვლიეს.

აქციაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.