სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
➡ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, პრემიერის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ.
➡მაია ცქიტიშვილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, აღნიშნა რომმოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
➡ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის მშენებლობის სამუშაოებიც დაათვალიერეს. გზის მშენებლობაზე სოფელ ნოღასა და გორდის მოსახლეობაა დასაქმებული. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა ნაცვლად 60 კმ-ისა, 9 კმ იქნება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |