სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და პრემიერის მრჩეველმა რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარმა დღეს ოფიციალურად წარადგინეს. მხარის რწმუნებულის წარდგენას იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ზვიად შალამბერიძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ 4 თვის წინ დაინიშნა, ხოლო ბოლო სამი თვის მანძილზე რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.
ზვიად შალამბერიძე მანამდე შპს ,,ფრეგო“–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში, მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა იყო ფინანსური ანალიტიკოსი გაეროს განვითარების პროგრამის ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |