სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშება დაიწყო

23 ივლისი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, საჩხერეში, მინი ფეხბურთში ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ტურნირში მონაწილეობას იღებენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გუნდები, რომლებიც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით არიან დაკომპლექტებული. გუნდები დაყოფილია სამ ქვეჯგუფად. თითოეულ ჯგუფში მონაწილეობას მიიღებს 4 გუნდი. თამაშები გაიმართება წრიული სისტემით.

პირველი შეხვედრა საჩხერესა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების გუნდებს შორის გაიმართა და 1:1 დასრულდა. ტურნირში რეგიონის მასშტაბით 12 გუნდი მონაწილეობს და გამარჯვებულს სახელმწიფო რწმუნებულის თასი გადაეცემა.

მინი ფეხბურთში ტურნირის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი, ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოსა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.