სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
➤ ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ბესიკ გოფოძეს, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის 80-მდე კომპანიისა და დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ.
➤ შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორისთვის ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება, პროფესიული განათლება და ამ სფეროებში არსებული გამოწვევები.
➤პროფესიულ განათლების მიმართულებით, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იმერეთის რეგიონში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს უკვე 1 წელზე მეტია ახორცილებს. შეხვედრაზე პროექტის მიხედვით დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ისაუბრეს.
➤შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებაც იმსჯელეს. ადგილობრივ ბიზნესმენებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართონ საქმიანობა კანონის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, მათგან გაჟღერდა ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელია კონკრეტული რეგიონისთვის.
➤ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამომავლოდ სხვადასხვა რეგიონის ბიზნეს წრეებთან შეხვედრების გამართვას და მათთან კომუნიკაციის გაძლიერებას აანონსებს, რათა სამთავრობო სტრუქტურების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კერძო სექტორის ლობირება მეტად ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |