სიახლეები

შეხვედრა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან

18 ივლისი, 2019

სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს იოსებ ხახალეიშვილს, ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას, მერის მოადგილეებსა და ქუთაისის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.

სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანს საქართველოს ახალგაზრდების გაძლიერება წარმოადგენს.
ჯგუფის შემადგენლობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები შედიან.

სამუშაო ჯგუფის ამოცანებია:
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის (2015-2020წწ) შესრულების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ჩართული სახელისუფლებო, არასამთავრებო და სხვა სუბიექტებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების და სტრუქტურული დიალოგის ხელშეწყობისთვის რეკომენდაციების მომზადება.

საქართველოს სახელწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მოქმედი რედაქციის გადახედვა და განახლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება.

ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, პარლამენტის კონცეფციის პროექტის მომზადება.