სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს ლაშა შალამბერიძეს და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს ნიკა მესხს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოძე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე, მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამით გათვლისწინებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე ისაუბრეს მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების როლზე. აღნიშნეს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.
იმერეთის რეგიონში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები, თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. ფუტკრის დაცვის ღონისძიებები კი მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად იგეგმება.
იმერეთის რეგიონში დღეის მონაცემებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 19 710 ჰა ფართობი. ცივი შესხურების მეთოდით 7 727, 25 ჰა ფართობი. 20 625 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 1 343 მონიტორინგის ფერომონი.
შექმნილია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - parosana.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე. მუშაობს ცხელი ხაზი.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |