სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ნათია თურნავა ამჯერად ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს შეხვდა. მინისტრისა და ბიზნესი სექტორის შეხვედრები პრემიერ მინისტრის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე კერძო სექტორის, მათ შორის მცირე სასტუმროების მფლობელებს უკვე რამდენჯერმე, თბილისსა და აჭარაში შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა არსებული სიტუაციის შეფასება, თუ როგორ აისახა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა ტურისტულ ნაკადებსა და შესაბამისად, მათ საქმიანობაზე.
ამასთან, ნათია თურნავა პირადად ეცნობა კერძო სექტორის ხედვას, სახელმწიფომ რა დახმარება და მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს მათ არსებული სიძნელეების დაძლევის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია საერთო სურათის შეფასებისა და არსებული გამოწვევების დარეგულირების გეგმის დასახვის პროცესში.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |