სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის (სეიმეკის) დელეგაცია. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე მერი დავით ერემეიშვილი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, მხარის სავაჭრო-სამრეწველო მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, სოფლის მეურნეობის საკითხებს, კონკრეტულად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შექმნილი მცირე და საშუალო საწარმოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და გაეცნენ რეგიონის საინვესტიციო გარემოს. საუბრის ბოლოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიესლავ სჟეპანსკიმ აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით ორ თანამშრომელს სტაჟირებაზე პოლონეთში წაიყვანენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |