სიახლეები

#დაისვენესაქართველოში #დაუთმედროიმერეთს

1 ივლისი, 2019

#დაისვენესაქართველოში #დაუთმედროიმერეთს
#SpendYourSummerInGeorgia
კიდევ ერთი საერთაშორისო მხარდაჭერა. ევროპის რეგიონთა ანსამბლეამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც 100-ზე მეტ წევრ რეგიონს მოუწოდებს ზაფხული საქართველოში გაატარონ და ესტუმრნონ ტურისტულად ერთ-ერთ საინტერესო ქვეყანას.

,,ასამბლეის წევრი აჭარისა და იმერეთის რეგიონები მოგვიწოდებენ გავეცნოთ ულამაზეს ქვეყანას - საქართველოს.

შავი ზღვის აღმოსავლეთით, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ცნობილია უნიკალური და უძველესი კულტურული მემკვიდრეობით, თავისი სტუმართმოყვარეობითა და სამზარეულოთი.
აქ ბუნება ძალიან მრავალფეროვანია და თავგადასავლების მოყვარულთათვის კარგი ადგილებია. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანა, ნახევრად უდაბნო, სუბტროპიკული და მაღალმთიანი კლიმატური ზონებით. ადამიანებს, ვისაც მოსწონს ლაშქრობები, ველოსიპედით მოგზაურობა თუ თხილამურებზე სრიალი, მათთვის აქ მრავალი ასეთი ადგილი არსებობს.

საქართველოში არის სამი კულტურული ძეგლი, რომელიც ასევე შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მეღვინეობის უძველესი კულტურა და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციები, რაც განპირობებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებით. ამ ქვეყანას აქვს თითქმის 3000 წლოვანი მდიდარი და ძველი ისტორია. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ საქართველოში აღმოჩენილია უძველესი ადამიანის საცხოვრებელი ადგილები, რომელიც 1.7 მილიონი წლის წინანდელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, საქართველო პირველი ევროპელების სამშობლოა.

ეწვიეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდს საქართველოს შესახებ უფრო მეტი შთაბეჭდილების, ფოტოებისა და ვიდეოების მისაღებად“ - ნათქვამია ევროპის რეგიონთა ანსამბლეის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

იხილეთ ლინკი: https://aer.eu/looking-for-a-new-destination-to-spend-you…/…