სიახლეები

ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზვიად შალამბერიძემ მოინახულა

18 ივნისი, 2019

ავტომშენებლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის ვიცე მერმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ მოინახულეს.

ოჯახები, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქალაქის მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარის შედეგად კორპუსში რამდენიმე საცხოვრებელია დაზიანებული.

მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. სამი მათგანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. ორი პაციენტი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის მკურნალობას. ორი დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისში გადაიყვანეს.