სიახლეები

შეხვდრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან

10 ივნისი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარის ხელმძღვანელმა პირებმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდეს იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე და ზოგადად ისაუბრეს რეგიონის შესაძლებლობებზე სხვადასხვა მიმართულებით. კარლ ჰარცელის განცხადებით, იმერეთი იქნება ევროკავშირისთვის ერთ-ერთი სამიზნე რეგიონი. კონკრეტულად 2020 წლიდან იწყება პროგრამა რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. საქართველოს რეგიონების განვითარების პროგრამისთვის უკვე შერჩეულია 4 რეგიონი და მათ შორისაა იმერეთი.