სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,,ვაძლიერებთ ერთმანეთს“ ამ სახელწოდებით წყალტუბოში ევროპის დღეები აღინიშნა. სასტუმრო “არგოს” მიმდებარე ტერიტორია ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა და თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებით, ევროკავშირში ამოგზაურებდა. ასევე, სტუმრები ევროკავშირის ისტორიასაც გაეცნენ და გაიგეს, რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, როგორც შემეცნებითი ასევე, კულტურული და სპორტული აქტივობები, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.
წელს ევროკავშირი საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წელს და ასოცირების ხელშეკრულების 5 წელს აღნიშნავს. ღონისძიების მთავარი გზავნილია „ვაძლიერებთ ერთმანეთს“. ევროპის დღის აღნიშვნით ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირში გაერთიანებული 28 წევრი სახელმწიფოს შორის მშვიდობას და ერთობას.
წყალტუბოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,წყალტუბოს განვითარების ჯგუფი" ოფიციალური გახსნის ღონისძიებაც გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს სოფლის განვითარების ქვემოდან ზემოთ მიმართული ინკლუზიური მოდელის დანერგვასა და მუნიციპალიტეტის ყველა თემის ჩართულობას. იგი ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებშია დაფინანსებული.
წყალტუბოში, დღის ბოლოს სოფო ბათილაშვილისა და ბენდ “ნიუტონის” მონაწილეობით გალა კონცერტი ჩატარდა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |