სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გვიან ღამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ და ლეღვნულამ, ხარაგაულის სოფლებში, როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ იმერეთის სამხრეოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამაშველო ჯგუფები.
ხარაგაულის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს.
ამ დროისთვის სპეც ტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, მარელისში, მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი.
მიყენებული ზარალის დათვლაში ჩართულია საგანგებო შტაბის ორი ჯგუფი, რომელთა წარმომადგენლებიც ადგილზე იმყოფებიან სოფლებში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |