სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზესტაფონში, პროფესიულ კოლეჯში ,,კონსტრუქტ2“ კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა კომპანიისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები გაეცნენ აღნიშნული კოლეჯის სასწავლო მეთოდოლოგიასა და გარემო პირობებს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული სასწავლებელი უზრუნველყოფს სამშენებლო სფერო პროფესიონალი კადრებით შეივსოს, ახალგაზრდებმა შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
კოლეჯი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც კერძო და სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდა. სასწავლებელი წლის განმავლობაში სამშენებლო მიმართულებით 600-მდე კადრს გადაამზადებს.
“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |