სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში #32 და #10 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. უკვე დასრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ დაათვალიერეს.
რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლების შიგა და გარე კედლებიდან ჩამოიყარა ძველი ნალესი და მოხდა ორივე მხარის ხელახალი შელესვა, დამონტაჟდა გათბობის ახლი სისტემა, დაიგო მეტლახის ფილები (ფოიეებში) და ლამინირებული იატაკი, შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სპურტული დარბაზები და საჭიროებისამებრ განხორციელდა სხვა ტიპის სამუშაოებიც.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იმერეთში 17 საჯარო სკოლა სრულად გარემონტდა და 10 000 მოსწავლეზე მეტს გაუუმჯობესდება სასწავლო გარემო რეგიონში.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |