სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და სამტრედიის მერმა ვალერი ფოცხვერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. კონკრეტულად გაეცნენ: საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების, სპორტული მოედნებისა და საავტომობილო გზების სამუშაოებს.
სამტრედიის მუნიციპალტიეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 860 000 ლარი იხარჯება. სამუშაოები ძირითადად მოიცავს გადახურვას, სველი-წერტილების და კარ-ფანჯრების მოწესრიგებას.
სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 354 000 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება საავტომობილო გზების მოწესრიგებას, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება და ამ მიმართულებით წელს 4 998 000 ლარი იხარჯება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაშა თევზაძის ქუჩაზე, ჩოგბურთის კორტების მშენებლობის პროცესიც დაათვალიერეს. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |