სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საერთაშორისო ფესტივალი ,, თეატრალური იმერეთი“ დაიწყო. პროექტს უკვე მეათე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალი საერთაშორისო სტატუსის მატარებელია და წელს სპექტაკლებს გვიჩვენებენ რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თეატრები.
ფესტივალის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატმა მაყურებლებს სპექტაკლი ,,ჰეკაბე“ წარუდგინა.
დღესვე სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის ფოიეში ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მიხეილ გიორგაძე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა რომ, მზადდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მესხიშვილის თეატრისა და ოპერის თეატრის სრულ რეაბილიტაციას.
წელს ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 18 სპექტაკლი. წარმოდგენებს შეაფასებს ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ფესტივალი 2ივნისს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |