სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის ანგარიში მოისმინა. დღეს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მერმა საკრებულოს წარუდგინა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა 2019 წლის მიმდინარე პროექტებზე, პრიორიტეტებსა და იმ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე ისაუბრა, რომელიც რაიონისთვის აქტუალურია. გარდა ამისა დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მოსახლეობის ინტერტესების გათვალისწინებით 2019 წლის ბიუჯეტშია ასახული.
გასულ წელთან შედარებით 2019 წლის ბიუჯეტში თანხები გაზრდილია სოციალური მიმართულებით, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა და სხვა პროგრამების განსახორციელებლად.
საკრებულოს სხდომაზე ხონის მერმა ასევე, ყურადღება გაამახვილა 2018 წელს განხორციელებულ პროექტებზეც.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |