სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებით დაიწყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა: ზვიად შალამბერიძემ, იოსებ ხახალეიშვილმა და ბესიკ გოფოძემ, ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული გმირის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. შემდეგ კი სამხედრი ტექნიკა დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში წარმოადგინა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესმა სასწავლებლებმა წარმოადგინეს: სამედიცინო ლიტერატურა–მონიგრაფიების გამოფენა, ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით აჩვენეს ექსპერიმენტები, მოეწყო სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. აქტივობებს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე დაესწრო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში იმართება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |