სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნა გახსნა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ზვიად შალამბერიძე და იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანა იყოს ფოკუსირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე და მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთი ტიპის საწარმო იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საწარმო, დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.
მაღალი ეფექტურობის ფოტოვოლტური მზის ენერგიის მოდულების წარმოების ლიდერი შპს "აე სოლარის" უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე ქარხანაში 300 ადამიანია დასაქმებული.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |