სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში: საჩხერეში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ბაღდათსა და ქალაქ ქუთაისში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის გაცნობითი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და განმახორციელებლებისგან მიეღო ამომწურავი ინფორმაცია.
საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბიზნესიდეების კონკურსი. განაცხადებისმიღება www.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |