სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოში ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.
ფორუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში რეგიონული ეკონომიკისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ აღნიშნულ ფორუმზე ხაზი გაუსვა დეცენტრალიზაციის ძირითად გამოწვევებს რეგიონში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: სახელმწიფო რწმუნებულებმა რეგიონებში, საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქტული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, რეგიონების რწმუნებულებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |