სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონის მოსახლეობას უფასო სამეცადინო კვლევები ჩაუტარდება. უფასო კვლევების პროექტს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქუთაისში არსებული „კლინიკა ბომონდი“ განახორციელებს.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილზე მიიღებს 12 სხვადასხვა პროფილის ექიმის (თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, ბავშვთა ქირურგი, დერმატოვენეროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი) მომსახურებას.
პროექტის პრეზენტაცია დღეს „კლინიკა ბომონდში“ გაიმართა. ასევე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, კლინიკის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა.
დღესვე, კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო უახლესი აპარატურით აღჭურვილმა ულტრაბგერითი კვლევის ცენტრმა. ექოსკოპიური კვლევები 2018 წელს გამოშვებული აპარატის- Voluson E10 BT18-ის საშუალებით ჩატარდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |