სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის დელეგაციასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ლატვიის რამდენიმე რეგიონის წარმომადგენელი ესწრებოდა. მხარეებმა ლატვიასა და იმერეთის რეგიონში არსებულ პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ სფეროებში არსებულ მდგომარეობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ლატვიის მხრიდან მიწვევაც მიიღო, ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის დელეგაციას იმერეთის რეგიონის პოტენციალის წარმოჩენისა და შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვის საშუალება მიეცემა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |