სიახლეები

საერთაშორისო ფორუმი ქუთაისში

3 მაისი, 2019

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, „ოქროს საწმისის ძიებაში“ გაიხსნა. სესიის დაწყებამდე სტუმრებმა, პავილიონებში წარმოდგენილი ადგილობრივი პროდუქცია დაათვალიერეს.

მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს მიმართეს: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერის მოადგილემ ნინო თალთვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, USAID GCI - ის პროექტის დირექტორმა ლევან სამადაშვილმა და "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პროექტის ჯგუფის ლიდერმა პიტერ კორბსიმ.

მთავრობის ძალისხმევას ბიზნესის შესაძლებლობებისა და ინვესტირების პოტენციალთან დაკავშირებით, ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვლენ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, ,,აწარმოე საქართველოში’’ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, ,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ბიზნეს განვითარების კოორდინატორი ვარლამ ჭილაშვილი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე. ასევე, რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ინიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი აქტივობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა შემუშავებულ იქნა ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. გეგმის მთავარი მიზანია ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების გაზრდა. ქუთაისი არის პირველი ქალაქი რეგიონში, რომელიც დღეს და ხვალ უმასპინძლებს ადგილობრივ და უცხოელ ასობით ინვესტორს , რათა უკეთ მოხდეს ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალისა და მისი ფუნქციური ადგილების გაცნობა.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს შანსი ეძლევათ დაესწრონ პლენარულ სხდომებს თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, რომელიც ეხება: ტურიზმს, სამედიცინო-რეკრეაციულ ბიზნესს და სხვა.