სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ტყიბულში

3 მაისი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ ტყიბულის მერთან თემურ ჩუბინიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. მონიტორინგის ფარგლებში ორპირი–სოჩხეთის საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს და პროექტის თანახმად 16 კილომეტრი ასფალტო–ბეტონის გაზა დაიგება, რომლითაც 15 სოფელი ისარგებლებს. გარდა ამისა სამუშაოები ხორციელდება შიდა საუბნო გზებზეც, საფარი ამ ეტაპზე 14 მიმართულებით მოწესრიგდება.

ტყიბული მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს N7 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული სამსართულიანი შენობის სრული რეკონსტრუქცია, ახალი ორსართულიანი შენობის, სპორტული დარბაზის, საქვაბე ბლოკის, გარე საფეხბურო მოედნის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა. თანამედროვე სტანდარტების მქონე სასწავლო კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. მშენებლობაზე 50 მდე ადგილობრივია დასაქმებული.

დღესვე, მხარის ხელმძღვანელობამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ეკა გალდავასთან ერთად ტყიბულში არსებული წყლის გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება.