სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა კუიავსკო-პომორსკის სავოევოდოს დელეგაციის წევრები მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პროექტებსა და ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. ასევე, გაეცნენ ინფორმაციას თუ რა პოტენციალი აქვს რეგიონს ტურისტული და ეკონომიკური კუთხით.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, როლანდ კოპალიანიც ესწრებოდა და დელეგაციის წევრებთან დეტალურად ისაუბრა იმ საერთაშორისო პროგრამებზე, რომლებიც უნივერსიტეტში ხორციელდება.
დღესვე, დელეგაციის წევრებმა ვლადისლავ რაშკევიჩის სახელობის ქართულ–პოლონური მეგობრობის სკვერი დაათვალიერეს. აღნიშნულ სკვერს სახელი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.
კუიავსკო-პომორსკის სავოევოდოს დელეგაციას რეგიონული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარე რიშარდ ბობერი ხელმძღვანელობს და შემადგენლობაში არიან: რეგიონული საბჭოს წევრი რობერტ მალინოვსკი, რეგიონული საბჭოს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე პაულინა სზრამი, სავოევოდოს გენერალური მდივანი მარეკ სმოჟიკი, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სილვია ტუბელევიჩ-ოლეინიკი.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |