სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ცენტრალური საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. დღეიდან სპორტსმენებს საშუალება ექნებათ მატჩები, ნაცვლად სხვა მუნიციპალიტეტებისა საკუთარ მოედანზე ჩაატარონ. პროექტის ფარგლებში დაიგო მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა 500 კაცზე სკამები და ტაბლო, მოეწყო სარბენი ბილიკი, სადრენაჟე და სარწყავი სისტემები.
განახლებული საფეხბურთო მოედანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ცოტნე ზურაბიანმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ დაათვალიერეს.
დღესვე, სიმბოლურად ვეტერანმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |