სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დელეგაცია მიიღეს

15 აპრილი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისის წარმომადგენლებს: ფედერიკა მორვეის, ულრიკ ჰალსტინს და სურია დევას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, შრომის პირობებსა და უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და ამის შესახებ ყველა იმ უწყებას აცნობებენ, სადაც შეხვედრები უკვე გამართეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემზარ ღვინიანიძე ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უწყებების გარდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისის წარმომადგენლები, კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებსაც შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.