სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა, სადაც სიტვით გამოვიდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე. მან ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე, რომლებსაც ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ.
დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს დონორთა და პოტენციური
დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ასევე, გამოვლინდა საერთო ინტერესის სფეროები და დაიგეგმა სამომავლოდ თანამშრომლობა.
რეგიონულ ფორუმს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |